ფოთის მერის წინასაშობაო საზეიმო მიღება

ფოთის მერის წინასაშობაო საზეიმო მიღება

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მერის გოჩა კურდღელიას სახელით წინასაშობაო მიღება გაიმართა, რომელსაც დედაქალაქიდან და რეგიონიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქალაქის საზოგადოება, განათლების, კულტურის, სამედიცინო, ბიზნესისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლები, ისრაელის ქალაქ კირიატ-იამის დელეგაცია დაესწრნენ. ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობა გადაუხადა თანაქალაქელებს ადგილობრივ არჩევნებში მხარდაჭერისათვის და მომავლის ამოცანებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. გოჩა კურდღელიამ ხაზი გაუსვა ქალაქელთა ურთიერთთანადგომისა და ერთიანობის აუცილებლობას ფოთის საკეთილდღეოდ. საღამოს სტუმრები იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: პოეტი და ისტორიკოსი ერეკლე საღლიანი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, კინომსახიობი გუჯა ბურდული, მწერალი, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია. მათ შობა ახალი წლის დღესასწაულის დადგომა სცენიდან მიულოცეს ფოთელებს. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წარმატებები უსურვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. დალოცა ფოთი და სრულიად საქართველო. საკონცერტო ნომრები ქალაქის სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა და დედაქალაქიდან მოწვეულმა კვარტეტმა „სიონმა“ შეასრულეს.ღონისძიება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებითა და ფოიერვერკით დასრულდა.

კომენტარები

Close
Close