ფოთს ისრაელის ქალაქ კირიატ-იამის დელეგაცია სტუმრობს

ფოთს ისრაელის ქალაქ კირიატ-იამის დელეგაცია სტუმრობს

ქალაქ ფოთს ისრაელის დამეგობრებული ქალაქის კირიატ-იამის დელეგაცია სტუმრობს. ვიცე-მერი მურადი ფიზიცკი, ქალაქ ხაიფას ქართულ-ებრაული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი შაფთაი ფანიაშვილი და ქალაქ კირიატ-იამის მერიის იურისტი მოშე ელიკი ფოთს შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით ეწვივნენ. სტუმრებს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და ვიცე-მერი მამუკა პაპასკირი შეხვდნენ. მათ ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. კირიატ-იამის დელეგაციის ვიზიტი რამოდენიმე დღეს გასტანს. ისინი სამრეწველო და კულტურულ დაწესებულებებს მოინახულებენ.

კომენტარები

Close
Close