ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრების დღეს აღნიშნავს. ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ულოცავს უწმიდესსა და სრულიდ საქართველოს ამ დღეს.

„თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა სათავეში უდგახართ ქართული ეკლესიის აღმშენებლობას, ემსახურებით ერის სულიერ სიმტკიცეს, ძლიერებასა და ერთიანობას. თქვენი შრომითა და ძალისხმევით, დღეს საქართველოს ყველა კუთხეში ისმის საეკლესიო ზარებისა და გალობის ხმა. თქვენმა ლოცვამ არა ერთ ბეწვის ხიდზე გამოატარა ქართველობა. მნიშვნელოვანია თქვენი ყოველი ქადაგება რომელიც ერს უნერგავს მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულს, თანადგომას, ურთიერთპატივისცემას. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ." --ნათქვამია ქალაქ ფოთის მერის გოჩა კურდღელიას წერილში პატრიარქისადმი.

უწმიდესი და უნეტარესი 1977 წლის 9 ნოემბერს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II.

კომენტარები

Close
Close