ქალაქის მერი თევზის გადამამუშავებელი ქარხნების მეპატრონეებს ალტერნატიულ ტერიტორიებს სთავაზობს

ქალაქის მერი თევზის გადამამუშავებელი ქარხნების მეპატრონეებს ალტერნატიულ ტერიტორიებს სთავაზობს

ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ თევზის სუნის პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრა ქალაქის ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წინაშე, სადაც ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა. 
ქალაქის მერმა წერილით მიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, რის საპასუხოდაც, ქალაქში გამოგზავნილი იქნა სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებიც იკვლევენ, თუ რამდენად ახლავს უსიამოვნო სუნი თევზის ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესს და რამდენად საზიანოა იგი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გოჩა კურდღელია აღნიშნულ კითხვებზე პასუხს და ექსპერტიზის შედეგებს, რამოდენიმე დღეში ელოდება.

მუნიციპალიტეტის მერმა წერილობით მიმართა ქარხნების ხელმძღვანელობას და უსიამოვნო სუნის გავრცელების აღმოსაფხვრელად ღონისძიებების გატარება სთხოვა.

ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გვერდით დაუდგეს საწარმოთა ხელმძღვანელობას პრობლემის მოსაგვარებლად. მათ შორის, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია ტერიტორიებსაც სთავაზობს, დასახლებული ზონებიდან ქარხნების გადასატანად.

კომენტარები

Close
Close