"აჭარა ტექსტილი "ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

2016 წლის ოქტომბერში ფოთში შპს „აჭარა ტექსტილის“ ახალ სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. დღეს აქ უკე 500 ადამიანია დასაქმებული და ისეთი ბრენდების პროდუქცია იკერება, როგორიცაა Nike, Puma, Lotto, Erima,New Balanceდა Under Armour. ნაწარმი საერთაშორისო ბაზარზე „საქართველოში წარმოებულის“ სახელით გადის. სამკერვალო ფაბრიკა ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა მამუკა პაპასკირმა და მერიის სამსახურების უფროსებმა მოინახულეს და იქ არსებულ სამუშაო პროცესს გაეცვნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ფაბრიკის დირექტორი ჯენგიზ ოსქენდირი შეხვდა. მან სტუმრებს ფაბრიკის მუშაობა დეტალურად გააცნო და პროექტის მეორე ეტაპზე განსახორციელებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფაბრიკის მისასვლელი ქუჩის მოწესრიგებასა და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობას. დაისვა საკითხი, გაფორმდეს მემორანდუმი ფაბრიკის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის, ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმების თობაზე. შპს„აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ფარგლებში ახორციელებს ბიზნეს-პროექტს. მაღალტექნოლოგიური საფეიქრო ფაბრიკა პირველ და მეორე ეტაპზე 1500 პირს დაასაქმებს. ამ ეტაპზე აქ 7 მილიონის ინვესტიციაა განხორციელებული. ხელშეკრულებით კი 15 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება.

კომენტარები

Close
Close