თეატრალური პრემია„დურუჯი2017“გამარჯვებული ფოთელი სცენოგრაფი გახდა

თეატრალური პრემია„დურუჯი2017“გამარჯვებული ფოთელი სცენოგრაფი გახდა

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ულოცავს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენოგრაფს თამარ ოხიკიანს თეატრალური პრემია „დურუჯი 2017“ის მოპოვებას. თამარ ოხიკიანი ფესტივალ „დურუჯი 2017“-ზე, ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფი, სპექტაკლის „ორკესტრის ტიტანიკის“ სცენარისთვის დაჯილდოვდა. 23 ნომინანტიდან 5 კატეგორიაში გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც 3 თვის განმავლობაში მუშაობდა. დაჯილდოვების ცერემონიალი 19 დეკემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროში შედგა, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ესწრებოდა. დურუჯი“ - პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკარისა“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით, უკვე, მეცხრედ ჩატარდა.

კომენტარები

Close
Close