ფოთის საკრებულომ მერიის ახალი სტრუქტურა დაამტკიცა

ფოთის საკრებულომ მერიის ახალი სტრუქტურა დაამტკიცა

 საკრებულოს მე-6 რიგგარეშე სხდომამ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი დებულება დაამტკიცა. შესაბამისად ცვლილებები შევიდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის #17/20 დადგენილებაში. 21 დეკემბრის სხდომაზე, რესტრუქტურიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული მუნიციპალიტეტის მერიის ცხრა სამსახურის დებულებას უყარეს კენჭი. 1 იანვრიდან ადგილობრივი მმართველობა მუშაობას შემდეგი სამსახურებით შეუდგება: 1. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური; 2. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური; 3. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახური; 4. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; 5. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური; 6. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; 7. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური; 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახური; 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ 124 ადამიანია დასაქმებული. აქედან 115 შტატით გათვალისწინებული საჯარო მოხელეა, 9 _ შრომითი ხელშეკრულებით.

კომენტარები

Close
Close