საბავშვო ბაღის შემდეგი ეტაპი ეზოს კეთილმოწყობა იქნება

საბავშვო ბაღის შემდეგი ეტაპი ეზოს კეთილმოწყობა იქნება

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია დევნილთა დასახლებაში მიმდინარე საბავშვო ბაღის მშნებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი დეკემბრის ბოლოს სრულდება. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი , ეზოს კეთილმოწყობის უზრუნველსაყოფად. გოჩა კურდღელიას განცხადებით, ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მოხდება. ფოთში , დევნილთა დასახლებაში , ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით ევროსტანდარტების, ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა ივნისიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერშიგამარჯვებული კომპანია შპს „ქალაქმშენსერვისი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 385 000 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

Close
Close