საახალწლოდ ქალაქის მორთვის სამუშაოები დაიწყო

საახალწლოდ ქალაქის მორთვის სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ ქუჩების მოწყობა დაიწყო. ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს მთავარი ნაძვის ხის აწყობა, რომელიც რამოდენიმე დღეში, საზეიმოდ განათდება. რუსთაველის რკალის გარდა, ნაძვის ხეები და განათებული ფიგურები დაიდგმება სხვადასხვა უბნებში. ფერადი, სადღესასწაულო განათებები დამონტაჟდება ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ ხიდეებზე. „წლევანდელი ახალი წლისთვის ფოთი განსაკუთრებულად იქნება მორთული, სიახლეები იქნება თვალსაჩინო და ყველასთვის სასიამოვნო“--აღნიშნა ქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ.

კომენტარები

Close
Close