გაერთიანებულ ფრაქციაზე ბიუჯეტის განხილვას ქალაქის მერი დაესწრო

გაერთიანებულ ფრაქციაზე ბიუჯეტის განხილვას ქალაქის მერი დაესწრო

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაერთიანებული ფრაქციის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას ქალაქის მერი გოჩა კურდღელია დაესწრო. მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტი, ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და შემდგომი განვითარებაა. მნიშვნელოვანია,რომ გაგრძელდება საგზაო და კომუნალური სამუშაოები. დაფინანსდება გზის ასფალტობეტონის საფარის კაპიტალური რემონტი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტებისა და სახურავების მოვლა-პატრონობა ,გარე განათებების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 680 ათასი ლარია. 5 მილიონ 466 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეაბილიტაციასა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს დაეთმობა. პროექტის განხილვას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და აიპების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

Close
Close