სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია

ასოციაცია „ათინათის“ ოფისში „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება იყო. პრეზენტაციას ფოთის ვიცე-მერი მამუკა პაპასკირი, საკრებულოს წევრები , ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებსა და იმ სავარაუდო სარგებელს გაეცნო, რომელსაც რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება მიიღებს. ღონისძიება ორგანიზებული იყო ასოციაცია „ათინათის“ მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ დააფინანსა, რომლის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი.

კომენტარები

Close
Close