საახალწლო სამზადისი ფოთის სამხატვრო სასწავლებელში

საახალწლო სამზადისი ფოთის სამხატვრო სასწავლებელში

მოახლოებული ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იგეგმება. 
ქალაქ ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი, სადაც კერამიკის, მხატვრული ქსოვის, ხის მხატვრული დამუშავების, ტანსაცმლის მოდელირების და სხვა ფაკულტეტები ფუნქციონირებს, აქტიურად ჩაებმება ამ სამზადისში.

სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი ქალაქის ვიცე-მერმა მამუკა პაპასკირმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ მოინახულეს. მათ ნორჩი ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიერეს და სასწავლებელში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

კომენტარები

Close
Close