1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, და ქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციებში ლაბორატორიული კვლევის აქცია ჩატარდა. მსურველ პირებს აივინფექცია/შიდსზე და Сჰეპატიტზე უფასო ანალიზები გაუკეთდათ. დღეს მსოფლიო უკვე 29-ედ აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. 3 ათეული წლის მანძილზე ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალური ძალისხმევის მიუხედავად შიდსის პრობლემა თავის აქტუალობას არ კარგავს. სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აივი ინფეფქციით დაავადებული 961 ადამიანია რეგისტრირებული. მათ შორის_ 210 ფოთში. პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ 1988 წელს გაერომ დააწესა.

კომენტარები

Close
Close