ადგილობრივი ხელისუფლება ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო

ადგილობრივი ხელისუფლება ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო

ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას გაეცნენ ქალაქის ვიცე-მერი მამუკა პაპასკირი, მერის მოადგილე ირაკლი თოფურია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია. „ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ფოთის აგრარული ბაზრის კეთილმოწყობიდან იწყება. ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო, როგორც მომხმარებლისთვის ისე მოვაჭრეებისათვის“ - განაცხადა ფოთის ვიცე-მერმა მამუკა პაპასკირმა. აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ობიექტების მეპატრონეების და ქალაქის მესვეურების ერთობლივი ღონისძიებებით განხორციელდება.

კომენტარები

Close
Close