მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს საზეიმოდ დახვდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს საზეიმოდ დახვდნენ

სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად ქალაქ ფოთის თეოფანე დავითიას სახელობის # 1 საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელიც ქალაქის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

საზეიმო შეხვედრა ვლადიმერ აფხაზავას მიეძღვნა, რომელიც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჯილდო კოალიციამ „განათლება ყველასთვის“, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დააწესა. ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგია.

კონკურსში 114 მასწავლებელი მონაწილეობდა.

კომენტარები

Close
Close