არხების მოწყობის სამუშაოები ექვს ქუჩაზე მიმდინარეობს

არხების მოწყობის სამუშაოები ექვს ქუჩაზე მიმდინარეობს

ქალაქში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხების მოწესრიგებისა და მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს შ.პ.ს. „ტოტალი“ ახორციელებს.

სამუშაოები რეკვავას, გორგასლის, ერეკლე მეორის, შავი ზღვის, ბარნოვისა და მაჩაბლის ქუჩებზე წლის ბოლომდე დასრულდება.

სამუშაო პროცესი ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ მოინახულა და ადგილზე გაეცნო მის მიმდინარეობას.
პროექტის ღირებულება 764.399,38 ლარია. ამ ეტაპზე 555. 681,55 ლარის სამუშაოებია შესრულებული.

კომენტარები

Close
Close