2 7 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

2 7 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოში, 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.

ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობის წინ, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მწუხარებას გამოთქვამენ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

კომენტარები

Close
Close