ქალაქ ფოთში ვანო გოლოშვილის გმირობას პატივი მიაგეს

ქალაქ ფოთში ვანო გოლოშვილის გმირობას პატივი მიაგეს

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მერიისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ვანო გოლოშვილის ხსოვნას. სამგლოვიარო მსვლოლობა მერიის ადმინისტრაციის შენობიდან დაიწყო და ფოთის საკათედრო ტაძართან დასრულდა, სადაც დაღუპული გმირის სახელზე პანაშვიდი ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა კონსტანტინემ აღავლინა. ამასთანავე, ქალაქ ფოთის მერიის დელეგაცია, დედაქალაქში სპეცრაზმელის ვანო გოლოშვილის ქაშუეთის ტაძრიდან გამოსვენებასა და დაკრძალვას დაესწრო. თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის დროს, ფოთის პორტის აკვატორიაში, გმირის პატივსაცემად, ქართული და უცხოური გემების საყვირების ხმა გაისმა. „ახალმა ეპოქამ ახალი რეალიები და გამოწვევები წარმოშვა. ტერორიზმი ყველაზე დიდი საფრთხეა, რასთან შებრძოლებაც დღეს მსოფლიოს უწევს. დღეს სრულიად საქართველო ემშვიდობება ტერორისტის ტყვიით განგმირულ ქართველ გმირს, რომლის სიცოცხლე შეეწირა ჩვენი შვილების სიმშვიდეს და უსაფთრთხოებას. ჩვენ ქედს ვიხრით ვანო გოლოშვილის გმირული სულისა და შემართების წინაშე და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მთელს საქართველოს“.

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

კომენტარები

Close
Close