ფოთის მერი მონადირეების პრობლემებს გაეცნო.

ფოთის მერი მონადირეების პრობლემებს გაეცნო.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია მონადირეებს შეხვდა და მათ სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მონადირეები ბუფერული ზონის მოხსნას და პალიასტომის ტბაზე ძრავიანი ნავებით გადაადგილების უფლებას ითხოვენ.
მერთან შეხვედრაზე მონადირეებმა განაცხადეს,რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას მათ გარკვეული შეზღუდვები აქვთ. კერძოდ, ისინი ყვებიან, რომ მათ პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და იმ ადგილებამდე მიტანა, სადაც ნადირობაა ნებადართული, ეკრძალებათ. ქალაქის მერი მონადირეებს საკითხის შესწავლას დაპირდა და განაცხადა, რომ მათ ყველა პრობლემას შესაბამის ორგანოებს გააცნობს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

Close
Close