ძლიერი წვიმა ფოთში

ძლიერი წვიმა ფოთში

წუხელ ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ჩოჩიას განცხადებით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს. პრობლემურ ადგილებზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები. ქალაქს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის, ფოთში აღარ წვიმს.

კომენტარები

Close
Close