ირაკლი კაკულიამ თანამდებობა დატოვა

ირაკლი კაკულიამ თანამდებობა დატოვა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. მან თანამშრომლებს, თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში ერთად ბევრი პროექტი განახორციელეს. სწორედ , ირაკლი კაკულიას ინიციატივით და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით , 2015 წელს დაიწყო ყველაზე მასშტაბური პროექტის -მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს.თუ აქამდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ , ამ პროექტის დასრულების შემდეგ ის ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს. ასევე, განხორციელდა ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი,რისთვისაც 22 მილიონი ლარი დაიხარჯა, მოწესრიგდა მუნიციპალური ნაგავსაყრელი , გადაიხურა და რეაბილიტირდა ათეულობით კორპუსის ეზო, ასევე შიდა საკანალიზაციო ქსელი. მოეწყო რაგბის სტადიონი და ქალაქში არსებული მინი-სტადიონები, რეაბილიტირდა მუსიკალური სასწავლებელი და კოლხური კულტურის მუზეუმი. მოეწყო სანიაღვრე არხები, რეაბილიტირდა კუნძულის სანაპირო ზოლი და რუსთაველი რკალი, დაიწყო ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა. „მე ნამდვილად მეამაყება რომ ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დაწყებულია ბევრი პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივიყვანთ ბოლომდე. მინდა წარმატებები გისურვოთ“-განაცხადა ირაკლი კაკულიამ. ირაკლი კაკულია მმართველი გუნდის პარტიულ სიაში პირველი ნომერია. კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც აღნიშნულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ირაკლი კაკულია ფოთის პირველი არჩეული მერია, რომელმაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

კომენტარები

Close
Close