სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი

ქალაქ ფოთის ცენტრალურ პარკში საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ,,სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი’’ იმართება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილია ეკოლოგიურად სუფთა ხის პროდუქცია, ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი ნივთები, ხელნაკეთი მისალოცი ბარათები, ნატურალური საკვები, წნული კალათები და ასე შემდეგ. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ფესტივალის ფარგლებში 19:00 საათზე გაიმართება ახალგაზრდული კონცერტი(ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლები:ირაკლი ჩაგანავა, ჯგუფი Free dance@bead box, DJ nick badza).

კომენტარები

Close
Close