ფოთში ფაზისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ფოთში ფაზისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ფაზისობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობს . მალთაყვის სანაპირო ზოლზე პლაჟის ფეხბურთი და დრიფთშოუ გაიმართა,რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია სტუმრად ჩამოსულ დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო. ფოთის შუქურაზე მარინისტული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და ხატვის მასტერკლასი ჩატარდა,ხოლო კოლხური კულტურის მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეგიდით საჯარო ლექცია და ინტელექტუალური თამაში „რა არის მოზაიკა“ გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ პარკში პარალელურად კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ფაზისობის ღონისძიების ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე ,ბორის პაიჭაძის ბიუსტთან ნორჩმა ფეხბურთელებმა მხატვრული სანახაობა და ქუჩის ფეხბურთი მოაწყვეს,რომელსაც ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრო. რკინიგზის სადგურში თბილისი- ფოთის მატარებლის მგზავრების დახვედრა და მათთვის ფლეშმობი გაიმართა. „ ფაზისობა 2017 „ საზეიმო პროგრამა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება. ,,ფაზისობა 2017“-ის ფარგლებში დილიდან სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართება. ჩვენი მიზანია, რომ ფოთი გახდეს საინტერესო ტურისტული ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება განსაკუთრებულად ლამაზი და დაუვიწყარი დღე ქალაქისთვის”-აღნიშნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კაკულიამ. ღონისძიებების პარალლეურად საერთაშორისო კვესტი (თამაში) სახელწოდებით „ქალაქის საგანძური“ მიმდინარეობს. თამაში სათავგადასავლო და შემეცნებითი ხასიათისაა. სახალხო დღესასწაული ”ფაზისობა” და თამაში ”ქალაქის საგანძური”ფოთის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

Close
Close