ფოთის მე-4 სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი მოეწყო

ფოთის მე-4 სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი მოეწყო

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა. სპორტული დარბაზის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ფოთის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია, მერის მოადგილე ნიკოლზ გრიგოლია, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ძალოსნობის სექციის მწვრთნელები, სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე. აღსანიშნავია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის დახმარებით, 2017 წელს მე-4 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ძალოსნობისა და ფიტნესის, ასევე კრივის სავარჯიშო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურა მოეწყო, ძალოსნობის ფედერაციამ კი დარბაზი თანამედროვე სპორტული ინვენტარით მოამარაგა. დღეისათვის, ფოთის ახალ სპორტული დარბაზის ძალოსნობის სექციაში 30 ახალგაზრდა ვარჯიშობს, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძალოსნობისთვის უკვე 28 სპორტული დარბაზი მოეწყო. #ფოთი 2017 #სპორტი2017 #ძალოსნობა2017

კომენტარები

Close
Close