ფინეთის ელჩი სტუმრად ფოთში

ფინეთის ელჩი სტუმრად ფოთში

ქალაქ ფოთის ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლიამ ფინეთის ელჩს არია მაკონენის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლეს.შეხვედრა გაცნობით-საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა ელჩს ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის, ურთიერთობების გაღრმავების პერსეპექტივებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. ფინეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მისი საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას. ფინეთის ელჩმა ფოთის პროფესიული კოლეჯი „ფაზისი „ დაათვალიერა. სსიპ პროფესიულმა კოლეჯმა „ფაზისი“ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროფესიული განათლების პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსში. პროექტი ხორციელდება კონსორციუმის სხვა წევრებთან ერთად, რომელთა შორისაა ფინეთის ლივიის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც თევზის ინდუსტრიის სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. პროექტის განხორციელების ძირითადი მიდგომაა პროფესიული განათლება და გადამზადება დაუკავშიროს წარმოების სფეროში დამატებითი ღირებულებების შექმნის უწყვეტ ჯაჭვს თევზის მოშენებიდან მის რეალიზაციამდე.

კომენტარები

Close
Close