ქალაქი ფოთი 14-22 ივლისს საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

ქალაქი ფოთი 14-22 ივლისს საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

ქალაქი ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს,რომელიც ხვალ საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს მე-12 იმართება. მასში 12 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით ფოთის მერი ირაკლი კაკულია და სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ხვიჩა ცხვიტარია ფესტივალის დირექტორს დავით კოდუას და სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია სალიას შეხვდნენ და ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 22 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

Close
Close