ფოთის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია

ფოთის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია

ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო და სასწრაფო სამსახურებთან ერთად ადგილზე მივიდნენ ქალაქის მერი ირაკლი კაკულია,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია , მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შერეული საქონლით ვაჭრობენ, ხანძარი დილის 7 საათზე გაჩნდა. ადგილზე სულ 150-მდე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, 70-მდე მაღაზია დამწვარია. ადგილზე არებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადები იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სულ 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

კომენტარები

Close
Close