"ცოცხალი წიგნები " ფოთში

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ეროვნული პარკის საკონფერენციო დარბაზში პროექტ ,,ცოცხალი წიგნების"ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. პროექტი ,,ცოცხალი წიგნები" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას. პროექტში აქტიურადაა ჩართული საგამომცემლო სექტორიც. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, მწერლები წარადგენენ და პოპულარიზაციას გაუწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. პროექტის დასრულების შემდეგ, რეგიონებში ვიზიტის პერიოდში წარმოებული დღიურებისა და ჩანაწერების მიხედვით, გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.

კომენტარები

Close
Close