ფოთი 21-30 ივლისს თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს

ფოთი 21-30 ივლისს თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 21-30 ივლისს, ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს რეგიონული, ასევე სხვადასხვა ქვეყნების თეატრები. აღნიშნული ღონისძიება ფოთში პირველად 2015 წელს გაიმართა და მას ყოველწლიური სახე მიეცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად დღეს ფოთის თეატრში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და ფესტივალის შესახებ დეტალურად ისაუბრეს. ღონისძიების ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი "დღეს". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და დამეგობრებას.

კომენტარები

Close
Close