შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება

შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება

ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ნაბადის უბანში, მზარელუას ქ. N 38, N 40 N 42 საცხოვრებელ კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯებული კომაპნია შპს „ნიუპოვერი“ აწარმოებს. შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისთვის 760 ათასი ლარი იხარჯება. აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით,საკანალიზაციო სისტემა 26 მრავალსართულიან კორპუსში მოწესრიგდა,რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

Close
Close