მდ. რიონზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა იწყება

მდ. რიონზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა იწყება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მდ. რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და ქ.ფოთში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის თაობაზე საჯარო განხილვა გაიმართა. აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (SUTIP) ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს გზების დეპარტამენტთან ერთად მდინარე რიონზე გეგმავს ხიდის მშენებლობის და ფოთის ურბანულ ცენტრთან და პორტის ნაგებობასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის განხორციელებას. ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მოხდება თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში.იგი მნიშვნელოვანად გაზრდის არსებული გზის გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფს ფოთთან შეუფერხებელ კავშირს ჩრდილოეთის მხრიდან. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომაგისტრალიდან (ახალი ხიდიდან) ქალაქამდე მისასვლელი გზისა და ფოთის პორტთან ხიდის დამაკავშირებელი რადენიმე ქუჩის მოწესრიგება. კერძოდ, მოხდება კოკაიას ხეივნის, დ.აღმაშენებლის, ვ.გეგიძის, სამეგრელოს, ხობის ქუჩების მარკირება ,უსაფრთხობის ღონისძიებების განხორციელება , გზის მონიშვნა, გამაფრთხილებელი და საგზაო ნიშნების დაყენება, ნიკოლაძის სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტი მუშავდება ესპანური კომპანია „ევროსტუდიოს“ მიერ. პროექტის ღირებულება 41 მილიონი ლარია. საჯარო განხილვას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია,საკრებულოს წევრები,მუნიციპალური განვითარების ფონდის,მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპებზე ფიზიკურ, ბიოლოგიურ და სოციალურ გარემოზე პროექტის ზემოქმედების დასადგენად დაგეგმილია დეტალური გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება. კვლევის პროცესში განხილული იქნება შესაძლო ალტერნატივები, შეფასდება ზემოქმედების ხარისხი, განისაზღვრება

კომენტარები

Close
Close