ფოთი 21-30 ივლისს თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

ფოთი 21-30 ივლისს თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 21-30 ივლისს, ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს რეგიონული, ასევე სხვადასხვა ქვეყნების თეატრები. აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ფესტივალის ორგანიზატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და დამეგობრებას. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს პირველად 2015 წელს უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი "დღეს".

კომენტარები

Close
Close