ფოთის მერი სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

ფოთის მერი სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიგლა ბახტაძე სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატებები მიულოცეს. მიმდინარე წლის 26 ივნისს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული რესპუბლიკური პირველობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ჩვენი ქალაქიდან ოლიმპიადაში მონაწილეობდა N2 საჯარო სკოლის ხელბურთელ გოგონათა და N6 საჯარო სკოლის მძლეოსან ვაჟთა ნაკრები გუნდები. ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა სძლია ყვარელის N1 საჯარო სკოლის ხელბურთელთა გუნდს ანგარიშით 4:3 და ფოთელი მოსწავლეები საქართველოს პირველობის გამარჯვებულები გახდნენ. N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები 2018 წლის 28 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით გაემგზავრებიან ყატარში საერთაშორისო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად. (სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, სპორტის მასწავლებლები: დარეჯან გეფერიძე და ირინა ჩარგაზია). გეზრბენში ქალაქ ფოთის N6 საჯარო სკოლის ვაჟ მძლეოსანთა ნაკრებმა მე-2 საპრიზო ადგილი მოიპოვა( სკოლის დირექტორი თამაზ პაჭკორია, სპორტის მასწავლებელი მალხაზ კუხიანიძე).

კომენტარები

Close
Close