ფოთში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ფოთში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ფოთის მუნიციპალიტეტში „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“-ის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა მოსწავლe ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის კოლქტივებმა მიიღეს,რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ისაუბრეს. „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ მერების შეთანხმების ფარგლებში იმართება. ფოთი მერების შეთანხმებას 2012 წლიდან შეუერთდა. შეთანხმება ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა და იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ ფოთის სახელოვნებო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა

კომენტარები

Close
Close