გარევაჭრობის წინაღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები დაიწყო

გარევაჭრობის წინაღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტმა გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.

ქალაქ ფოთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.

ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ.

,,მიმდინარეობს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ხისა და რკინის კონსტრუქციებისგან, რომლებიც განკუთვნილი იყო გარევაჭრობისთვის. მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართებს აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეები 3 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას,ხოლო ერთი წლის განმავლობაში განახევრებული ტარიფით გააგრძელებენ მუშაობას , - განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ.

კომენტარები

Close
Close