ფოთში ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია ეწყობა

ფოთში ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია ეწყობა

ფოთში, ქალაქის მერის ინიციატივით ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია "სუფთა ქალაქი" ეწყობა, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ. დასუფთავების აქციას დღეს ახალგაზრდა მოხალისეები შემოურთდნენ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია) დაასუფთავეს. დასუფთავების აქცია სისტემურ ხასიათს ატარებს და ყოველ შაბათს იმართება.

კომენტარები

Close
Close