ქალაქის მერი უპოვართა სასადილოშო მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ქალაქის მერი უპოვართა სასადილოშო მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ და ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ უპოვართა სასადილოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მშენებელი“ ახორციელებს. უპოვართა სასადილოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 16 ათას 516 ლარს შეადგენს . ფოთის უპოვართა სასადილოში 220 ბენეფიციარი იკვებება, 20 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ . პროექტის მიხედვით ,უპოვართა სასადილოს სამზარეულოს კაპიტალური რემონტი ივლისის თვეში დასრულდება.

კომენტარები

Close
Close