ფოთში მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთში მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ,რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო ბილდერი“ ახორციელებს. პირველ ეტაპზე, პროექტის მიხედვით 15 მინი სპორტულ მოედანს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, ხოლო არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყობა. ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გორგასლის ქუჩაზე მდებარე მინი სპორტულ მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დასრულდება. ► ქუჩების სია, სადაც მინი სპორტული მოედნები რეაბილიტირდება: 1. ბარათაშვილის ქუჩა 2. კოსტავას ქუჩა (ლოლუას ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ) 3. დ.თავდადებულის ქუჩა 4. დ.აღმაშენებლის ქუჩა N8 5. 9 აპრილის ხეივანი (დუმბაძის და 9 აპრილის ხეივნის კვეთა) 6. 9 აპრილის ხეივანი N23,25,27 7. 9 აპრილის ხეივანი N18,20 8. ვ.გორგასლის ქუჩა 9. ბერდიანსკის ქუჩა 10. მემედ აბაშიძის ქუჩა 11. გეგიძის ქუჩა 12. კრატასიუკის ქუჩა 13. აკაკის ქუჩა 14. გურიის ქუჩა (მალთაყვის კლუბთან) 15. ჭყონდიდელის ქუჩა 16. არაგვისპირელის ქუჩა

კომენტარები

Close
Close