ფოთის თეატრში იროდი ტიკარაძის საიუბილეო საღამო გაიმართა

ფოთის თეატრში იროდი ტიკარაძის საიუბილეო საღამო გაიმართა

ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღვაწლმოსილი ხელოვანის, ხელოვნების ქურუმის იროდი ტიკარაძის დაბადების 75–ე და შემოქმედებითი მოღვაწეობის 50–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ,რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები ანზორ ერქომაიშვილი,ჯემალ ჭკუასელი, რამინ მიქაბერიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფოთის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა იროდი ტიკარაძის სახელობის ვარსკვლავი. " ჩვენი ქალაქის კოლორიტს, ღვაწლმოსილ ხელოვანს, უდიდეს ლოტბარს და მრავალი თაობების აღმზრდელს ბატონ იროდი ტიკარაძეს ვულოცავ 75-ე წლის იუბილეს და შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლისთავს. მინდა მადლიერების გრძნობა გამოვხატო და წარმატებები გისურვოთ ბატონო იროდი, კიდევ მრავალი წელი გქონოდეთ იმის მხნეობა რომ ასე ღირსეულად აზიაროთ ჩვენი მომავალი თაობები ქართულ სულს, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის” -აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის მერმა. იროდი ტიკარაძის საიუბილეო საღამო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები

Close
Close