ქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე რიონზე წყლის დონის მომატება გამოიწვია,თუმცა ამ დროისთვის დატბორვის საფრთხე არ არსებობს.

მდინარე რიონზე გახსნილია 4 რაბი (შლუზი), მიმდინარეობს მე- 5 რაბის გახსნა. ფიქსირდება წყლის გადინება 300-320 კუბი წამში. ადგილზე მობილიზებულია როგორც სამაშველო, საპატრულო , ჰიდროგრაფიული სამსახურის ტექნიკური ჯგუფი, ასევე მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, რომლებიც საგანგებოდ აგრძელებენ მუშაობას.

არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია.

„ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ბოლო ინფორმაციით, წყლის დონე 
იკლებს. ჰიდროკვანძის მეშვეობით ვახერხებთ წყლის დონის რეგულირებას. ფოთისა და ხობის დატბორვის საშიშროება ამჟამად არ არსებობს“,- განაცხადა მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ.

კომენტარები

Close
Close