ხელოვანთა სკვერში შადრევნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხელოვანთა სკვერში შადრევნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ხელოვნების სკვერში, შადრევნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს რომელიც ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს. შადრევნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 74 ათას 340 ლარს შეადგენს.

კომენტარები

Close
Close