ფოთში დასუფთვების აქცია

ფოთში დასუფთვების აქცია "სუფთა ქალაქი" მოეწყო

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით ქალაქში ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია " სუფთა ქალაქი " ეწყობა,რომელშიც მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ. დასუფთავების აქციაში ,ამჯერად , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ცენტრისა და ნაბადის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). დასუფთავების აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნებაა. ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით , დასუფთავების აქცია სისტემურ ხასიათს ატარებს და იგი ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველ შაბათს ეწყობა.

კომენტარები

Close
Close