ფოთში კოღოებთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

ფოთში კოღოებთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან -კოღოებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს , რომელსაც ქალაქის მუნიციპალიტეტი და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ახორციელებს. ქალაქის მასშტაბით , ღია სივრცეები და წყალსატევები იწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით მუშავდება.დეზინფექციისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატი „სოლფაკი“ გამოიყენება.პრეპარატის შესხურება წარმოებს ,,სკაუტ-36'' აგრეგატით.კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია გაეცნო. სამუშაოებს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი 25 კაციანი ჯგუფი ასრულებს. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში , ქალაქ ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად 2015 წელს მოხდა მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის მასშტაბური სამუშაოების რეალიზება. მწერებთან ბრძოლის პირველი ეტაპი ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება, მეორე ეტაპი კი, აგვისტოს მიწურულს დაიწყება და სექტებრის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

Close
Close