საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, თანხა გამოიყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა, საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცა, რაც რამდენიმე მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; მეორე მხრივ, პროგრამის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ასევე მიგრაციის და კერძოდ, რეინტეგრაციის ხელშეწყობის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერება და განვითარება. ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ფინანსური მხარდაჭერით ,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2017 წლის მაისის თვიდან დაიწყო პროექტის „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის -ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა „ განხორციელება. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ქალაქის მერი ირაკლი კაკულია ფონდი "აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებს გიორგი ცხვედიანს და მიხეილ ელბაქიძეს შეხვდა. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; • სოციალური პროექტების დაფინანსება, როგორც შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ასევე თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით; • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა; საგრანტო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც: • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და მათი სამშობლოში დაბრუნებიდან არ არის გასული ერთი წელი.

კომენტარები

Close
Close