ფოთში ბავშვთა დაცვის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

ფოთში ბავშვთა დაცვის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ბავშვთა ცენტრისა’’და კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის " შშმ ბავშვთა დღის ცენტრის პატარებს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფოთში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ბავშვთა დაცვის დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან მას ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

კომენტარები

Close
Close