ფოთში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ფოთში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფოთში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. დილიდან, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებმა, ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი მოხატეს -,,ჩემი საქართველო“. პატარებისთვის მოეწყო გასართობი პროგრამა ჯამბაზისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით. ქალაქის ცენტრალურ პარკში სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულების ბავშვების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ ყველა საბავშვო-ბაღის გამგეს მადლობის სიგელი გადასცა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთის. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპეციალურად პატარებისთვის თბილისის ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლი „კარლსონის თავგადასავლი“ წარმოადგინა. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში მთელი დღის მანძილზე გრძელდება. ბავშვთა დაცვის დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან მას ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

კომენტარები

Close
Close