ქალაქის მერმა რამინ აბლოთიას მადლობის სიგელი გადასცა

ქალაქის მერმა რამინ აბლოთიას მადლობის სიგელი გადასცა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია ღვაწლმოსილ საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას შეხვდა და მადლობის სიგელი გადასცა. რამინ აბლოთია 60 წელია პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. 1991 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი,რომელმაც მოკლე პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და გახდა საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მრავალპროფილიანი კადრების მძლავრი მომზადების კერა. იგი 1994 წელს აფხაზეთში დატრიალებული მოვლენების შემდგომ განთავსდა ქალაქ ფოთში ,ფილიალები კი ქ.თბილისში და ქ.ზუგდიდში. რამიმ აბლოთია საქართველოს ნიკო ნიკოლაძის (სოხუმის აკად.ი.ვეკუას) სახელობის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი ,ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი,აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის,ფაზისის აკადემიის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ,საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი გახლავთ. შეხვედრას ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე, ფოთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი სათათბიროს თავმჯდომარე გერონტი კუხალეიშვილი და საქართველოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი მალხაზ გვიჩია ესწრებოდნენ.

კომენტარები

Close
Close