ფოთის ეტალონი მოსწავლე ვალერი ყუფუნია გახდა

ფოთის ეტალონი მოსწავლე ვალერი ყუფუნია გახდა

ქალაქ ფოთში, მე-12 საჯარო სკოლის დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“ გაიმართა.ფოთის „ეტალონი“ მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად 67 მოსწავლე იბრძოდა. თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. „ ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ვალერი ყუფუნია გახდა, რომელიც ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელი. ინტელექტუალურ კონკურსს, გულშემატკივრებთან ერთად, ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია ,ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე,კულტურის სამსახურის უფროსი ირმა გუგუშვილი, ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია ესწრებოდნენ. ეტალონის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებსა და ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი განათლების მიღების მოტივირებაა. პროექტ "საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის" ფარგლებში "ეტალონი" საქართველოს ყველა რეგიონს სტუმრობს და "ეტალონ მოსწავლეს" ავლენს.

კომენტარები

Close
Close