26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთში გალა კონცერტით დასრულდა. ქალაქის ცენტრალურ პარკში ჯგუფი "ფორტე" -ს მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფართომასშტაბიანი ღონისძიებები მოეწყო. ,,ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ერის ყველაზე დიდი მონაპოვარია და ამ მონაპოვარს საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს. კიდევ უფრო წარმატებული, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო თავისუფალი უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ და ვამაყობთ ამით, ყველას გილოცავთ 26 მაისს - დღეს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გულწრფელად ზეიმობს“, - განაცხადა ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ.

კომენტარები

Close
Close