ფოთში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ფოთში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. კოლხური კულტურის მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით ,,საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები" გაიხსნა,რომელიც კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან საკათედრო ტაძრამდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ქალაქის ცენტრალურ პარკში პარალელურად კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.ქალაქის მერმა დღესასწაულის მონაწილეებთან ერთად დაათვალიერა საზეიმოდ გამოფენილი სამხედრო ტექნიკა,საქართველოს პროფესიული კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრის ნამუშევრების გამოფენა; საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა . ფოთში, კულტურული და სპორტული ღონისძიებები მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება. ცენტრალურ პარკში საზეიმო ვითარებაში გაიმართა წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია. 15 საუკეთესო კურსდამთვარებულს( ოქრო და ვერცხლის მედალოსანი) ქალაქის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად ფულადი ჯილდო, ხოლო 10 წარმატებულ მოსწავლეს (წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსებში,პროექტებსა და პროგრამებში გამარჯვებულები) საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა. ღონისძიებებს ასევე ესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია. ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო პროგრამა ჯგუფი „ფორტე“ -ს კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

Close
Close